ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

17.10.22 17:46
ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა.

ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 5 წლის ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა ყბა-სახის  ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს.

მსგავსი სიახლეები