მკვლელი შადრევნის პროექტის ავტორები პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან
ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ცოტა ხნის წინ ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორები- პროექტის მთავარი არქიტექტორი, შპს "ელემსის" დირექტორი და შპს "ელემსის" დამფუძნებელი მივიდა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ რას უკავშირდება შადრევანში მომხდარ ტრაგედია, ამაზე პასუხის გაცემა ამ ახლა შეუძლებელია.
თავიდან ბოლომდე შადრევნის და დამხმარე ინფრასტრუქტურის პროექტირება არის ამ ორგანიზაციის გაკეთებული. ყველაფერი არის ევროპული სტანდარტების დონეზე.
საპროექტო ნაწილმა გაიარა სრული ექსპერტიზა. აღნიშნული ტრაგედია რას უკავშირდება, ამაზე დღეს საქართველოში ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ ვერავინ,“ - ამბობს კომპანია "ელემსის" ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია.