პირველი ინტერვიუ კომპანიის შეფთან, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანი დააპროექტა

17.10.22 20:04
პირველი ინტერვიუ კომპანიის შეფთან, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანი დააპროექტა

პირველი ინტერვიუ კომპანიის შეფთან, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანი დააპროექტა - ტრაგედიიდან ხუთი დღის შემდეგ, შალვა უგრეხელიძე პირველად „პირველების“ კამერის წინ ადასტურებს, რომ მერიამ, ასეთი მაშტაბის პროექტი დაუკეთა კომპანიას, რომელსაც მანამდე შადრევანზე არასდროს უმუშავია. 

„ელ ემისის“ პროქტით, ვაკის პარკში, ტუმბო, რომელიც მაღალ ძაბვაზე მუშობს, შადრევანშია ჩაძირული, არადა მეტი უსაფრთხოებისთვის ტუმბო შადრევნიდან შორს უნდა ყოფილიყო. დამპროექტებელ კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტი მერიამ მოიწონა და წინასწარ იცოდა, რომ ტუმბო, რომელიც მაღალ ძაბვაზე მუშაობს წყალში იქნებოდა ჩაძირული. 

სწორედ ტუმბოსთან იდგნენ, მარიტა, ლაზარე და ანდრია, როდესაც დენმა დაარტყა.

მარიტას დაკრძალვის შემდეგ მთავრობა გადაბრალების რეჟიმზე გადავიდა.  დღეს მერიაში თქვეს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას იმის გამო ენდნენ, რომ ამ ექსპერტიზას ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაცია ჰქონდა. 

ვის დაუდევრობას შეეწირა 13 წლის გოგოს სიცოცხლე, ტრაგედიიდან 5 დღის შემდეგაც უცნობია. დღეს გამომძიბელებმა კიდევ ერთხელ მოუსმინეს "გრინსერვის +"- ის დამფუძნებელს. ლაშა ფურცვხანიძე ახლა იმის მტკიცებაშია რომ მორალურ პასუხისმგებლობას მთელი ცხოვრება ირგძნობს. 

სამართლებრივი, მორაური და პოლიტიკური პასიხოსმგებლობის ააღებას დღეს ხალხი თბილისის მერს სთხოვდა. 

მერიასთან დღეს იყო კონტრ აქციის მცდელობაც და ამას მერიის თანამშრომელი მომღერალი თემურ თათარაშვილი აანონსებდა, თუმცა კალაძის დასაცავად ქუჩაში არც ერთი ადამინაი არ გამოვიდა. 

ვრცლად, იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები