წერილობით მომმართონ კითხვებით და მეც წერილობით ვუპასუხებ - მეუფე სტეფანე მედიაზე

25.04.21 15:27
წერილობით მომმართონ კითხვებით და მეც წერილობით ვუპასუხებ - მეუფე სტეფანე მედიაზე

მეუფე სტეფანემ სალხინოს ეკლესიაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ  ახალი გადაწყვეტილება მიიღო და დღეიდან მედიასთან კომუნიკაციას მხოლოდ წერილობით დაამყარებს. ჭყონდიდის მიტროპოლიტის  შეფასებით, ჟურნალისტები ფაქტებს ხშირად ამახინჯებენ და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.

აწი მათ წერილობით მომმართონ კითხვებით და მეც წერილობით ვუპასუხებ. დაწერონ რაც უნდათ, იგნორს არ გავუკეთებ, დავწერ წერილობით და ვუპასუხებ. ყველაფერზე გავცემ პასუხს, ოღონდ წერილობით. კამათის კულტურა არ არსებობს. შენდობისთვის და ცოდვებზე სასაუბროდ თუ მოვა ვინმე, გამოვუყოფ დროს. სხვა მხრივ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.