მოსმენების სკანდალი - "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
მოსმენების სკანდალი - სუს-იდან გამოტანილი ფაილების საქმეზე, ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს "ტვ-პირველის" ჟურნალისტი პასუხობს.
ნანუკა ქაჯაიაც იმ რეპორტიორებს შორის არის, რომლის რესპონდენტებთან კომუნიკაციას ლილუაშვილის უწყება უკანონოდ წლების განმავლობაში უსმენდა.
უკანონო მოსმენების დამკვეთებს და შემსრულებლებს პროკურატურა არ აკავებს, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შოთაძის უწყება იძულებეულია საქმის ფიგურანტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
ნანუკა ქაჯაია ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, არ აქვს მოლოდინი, რომ დამნაშავეების დასჯა მოხდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩადენილ უკანონობას სამართლებრივი მსვლელობა მაინც მიეცეს.
„აქ მოვედი, რომ კრეფსების ავთენტურობა დავადასტურო, სასულიერო პირისა და ჩემი საუბარი სუს-ის თანამშრომლებს აქვთ გაშიფრული წუთობრივი სიზუსტით. არ მაქვს მოლოდინი, რომ თუნდაც ამ გამოკითხვით და დაზარალებულის სტატუსის მიღებით რამე შეიცვლება. არ მიკვირს საერთოდ, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, იმიტომ რომ მათსავე თანაგუნდელებს არ ინდობენ და ეს რამდენიმე კვირის წინ ყველამ ვნახეთ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში, როდესაც ისიც კი იცოდნენ, როდის მიდიოდე მათივე თანაგუნდელი სოზარ სუბარი კორონავირუსის ტესტის გასაკეთებლად“. - ამბობს ნანუკა ქაჯაია.
ცნობისთვის, ამ დროისთვის 40 ჟურნალისტს აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი და მას დღეს ნანუკა ქაჯაია შეემატა.