გამაყრუებელი ხმით ჩამოცვივდა - ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ვეებერთელა ლოდები მოწყდა
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ვეებერთელა ლოდები მოწყდა.
განგაში ვარძიაში რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა როდესაც, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორზე ქვათა ცვენა დაიწყო. ფაქტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი კუკური მეტრეველი ავრცელებს.
"წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ დილით ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში, საყარაულოს თავზე ვებერთელა ლოდები მოწყდა და გამაყრუებელი ხმით და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. საბედნიეროდ მცველი უვნებელად გადარჩა".- ამბობს მეტრეველი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება კულტურის ძეგლთა სააგენტომ გაავრცელა. მათი თქმით, ამ დროისთვის ვარძიაში, ლოდების ცვენის საშიშროება აღარ არის.