ძარცვა ქუთაისში - მედიაცენტრიდან ,,ტვ პირველის" კამერა და ,,მთავარი არხის" ლეპტოპი მოიპარეს
ძარცვა ქუთაისში - ქალაქის მერიის შენობაში, მედია ცენტრის ოთახიდან, ორი ტელევიზიის კუთვნილი ნივთები მოიპარეს: წაღებულია ,,ტვ პირველის" კუთვნილი კამერა და ,,მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი.
აღნიშნულთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს საგამოძიები მოქმედებები.
როცა მოვედი ქუთაისის მერიის მედიაცენტრში, დამხვდა ასეთი სურათი, რომ პოლიცია იყო მობილიზებული და დაწყებული იყო საგამოძიებო სამუშაოები.
როცა მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ წაღებული იყო ჩვენი ტელევიზიიის კუთვნილი კამერა და ,,მთავარი არხის" კორესპონდენტის ლეპტოპი - ამბობს ,,ტვ პირველის" ოპერატორი, გიორგი კიკვაძე.