საეჭვო ექსპერტიზის კვალი მკვლელ შადრევანზე - რას ამბობს ლაშა ფურცხვანიძე
რატომ დაიქირავა კომპანია „გრინსერვის +“-მა სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო შადრევნის შესამოწმებლად, როდესაც იცოდა, რომ აღნიშნულმა ბიურომ მანამდე ვარკეთილის მეტროს შემოწმება ჩაატარა, სადაც მალევე ჭერი ჩამოინგრა? - ამ კითხვით „პირველები“ კომპანია „გრინსერვის +“-ის დამფუძნებელს ლაშა ფურცხვანიძეს დაუკავშირდა.
„პირველებმა“ ლაშა ფურცხვანიძეს ასევე ჰკითხა, იყო თუ არა აუცილებელი სამხარეულოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართვა შადრევნის შესამოწმებლად, თუმცა „გრინსერვის +“-ის დამფუძნებელი კითხვებზე პასუხი არ გაგვცა და საგამოძებო სამსახურთან გადაგვამისამართა.
აღმოჩენილია ახალი დოკუმენტები, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების სამსახურეობრივ გულგრილობას ადასტურებს.
ვაკის პარკის შადრევნის შემოწმება მერიამ იმ კომპანიას ჩაატარებინა, რომელმაც მანამდე ვარკეთილის მეტრო-სადგური შეამოწმა, ის მეტრო, სადაც შეოწმებიდან რამდენიმე თვეში ჭერი ჩამოინგრა.
არადა სამშენებლო ექპრტიზის ბიურო მეტროსადგურის შემთხვევაში ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო გაკეთებული.
დოკუმენტები შესყიდვების პორტალიდან "რადიო თავისუფლებამ" გაასაჯაროვა.