ვთხოვ საპატრიარქოს, ვიდრე არ იქნება სისხლისღვრა, სტეფანე მოაშოროს ეპარქიას - მამა ანანია
პოლიციის განყოფილებაში მამა ანანია კალანდიას გამოკითხვა დასრულდა. სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ თავს ამ დრომდე შეუძლოდ გრძნობს. დაზიანებები მან დღეს დილით, სალხინოს ეკლესიის ეზოში მომხდარი ჩხუბის დროს, მიიღო.
ადგილზე იმიტომ მივედი, რომ მეთხოვა კიდევ ერთხელ მეუფისთვის, ტერიტორია დაეტოვებინა კეკუტიას, კრიმინალად წოდებულ ბანდის უფროსს. კეკუტიას, რომელმაც უკვე მესამედ გამომიწვია და სიკვდილამდე მიმიყვანა. ვთხოვ მთლიანად საპატრიარქოს, ვიდრე არ იქნება სისხლისღვრა, სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას.
იმ მომენტში, როცა ხელი დამარტყეს, თავის არეში მივიღე ტრავმა. შეიძლება, გადამიყვანონ ქუთაისში. ცუდად ვგრძნობ თავს, გამოვედი პოლიციიდან, რომ მივიღო წამლები“, – თქვა მამა ანანია კალანდიამ.