ექსკლუზიური ინტერვიუ პროექტის ავტორთან, ვინც ვაკის პარკის შადრევნის ნახაზები შექმნა
პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ პროექტის ავტორთან, ვინც ვაკის პარკის შადრევნის ნახაზები შექმნა.
დადგინა, რომ პროექტი შეცვლილია. დამპროექტებლის, სალვა ქურიძის თქმით, მაღალ ძაბვაზე მომუშავე ტუმბო შადრევნის გარეთ უნდა ყოფილიყო, სადენები კი მიწის ქვეშ.
თუმცა არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდა. პროექტის დამკვეთი მერიაა, ამიტომ გამორიცხულია, რომ მერიის ნებართვის გარეშე პროექტი მშენებელს შეეცვალა.
შალვა ქურიძე პირდაპირ ამბობს, რომ ტექნიკური რეკომენდაცია შესრულებული არ არის.
როდესაც ნახეს ჩემი პროექტი, ძალიან გაუკვირდათ. პროექტი შეცვლილია, ტექნიკურ ნაწილში სხვა რამეა. სისტემაა სხვა, ჩინურია, არ არის გერმანული. ჩვენი პროექტით, მრგვალ შადრევანს ჩვენ ვუცვლიდით სამშენებს, განათებებს და ტუმბოებს. ანუ, ამგვარი შადრევანის ტუმბოები ჭაში იდგა ერთი მეტრის მოშორებით. ჩვენ შევცვალეთ ტუმბოები ჭაში, შევცვალეთ სამშენის თავები. ეს შადრევანი რომ დაიშალა და ხელმეორედ რომ აეწყო, ახალი სისტემა რომ გაკეთდა, როგორც ვნახეთ, ტუმბო არის შიგნით ჩადგმული. რეალურად უნდა ყოფილიყო განაპირა მხარეს. რაც შეეხება ტექნოლოგიურ მხარეს, მე შევარჩიე გერმანული მოდელი, მაგრამ მშენებელს უკვე უფლება აქვს, ის თუ ვიზუალს არ მიცვლის, რომელი ტექნოლოგიით შეასრულებს და რომელი მოდელით, ეს მისი ნებაა“. - ამბობს შალვა ქურიძე.
ამასთან, როგორც შალვა ქურიძე ამბობს, შადრევანი მისი პროექტით რომ დაპროექტებულიყო და ჩაბარებულიყო, მინიმუმ 5 დამცველი ელემენტი ექნებოდა და თუ სადმე, რამე დაზიანდებოდა, მინიმუმ 3 ელემენტი იმუშავებდა. თუმცა, როგორც ჩანს, უსაფრთხოების მაღალი დონის მიხედვით არ მოხდა შადრევნის დაცვა.
ახლა, ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი ყველა მთავარ კითხვას.