დაკავებულია პირი, ვინც ქუთაისის მერიაში შეიჭრა და ორი ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა წაიღო

18.10.22 15:34
დაკავებულია პირი, ვინც ქუთაისის მერიაში შეიჭრა და ორი ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა წაიღო

დაკავებულია პირი, ვინც ქუთაისის მერიაში შეიჭრა და ორი ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა წაიღო.

ახალგაზრდა მამაკაცი მერიის შენობაში გამთენიისას შევიდა და მედია ცენტრის ოთახიდან "ტვ პირველის" კუთვნილი ვიდეო კამერა და "მთავარი არხის"  ლეპტოპი გაიტანა. 

კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ სავარაუდო დამანაშვემ თვითმმართველობის  შენობაში ფანჯრიდან შეაღწია.

ის ახლა დაკავებულია და წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
 

მსგავსი სიახლეები