ვარძიაში კლდის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო

18.10.22 17:19
ვარძიაში კლდის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო

ვარძია საფრთხეშია - უძველესი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე  მძიმე ტექნიკა მუშაობს. იქ  ჩამოშლილი კლდის ფერდობის გამაგრების სამუშაოები რამდენიმე საათია, რაც  მიმდინარეობს.

განგაში კომპლექსის ტერიტორიაზე დილით გამოცხადდა, როდესაც კლდეს რამდენმე ტონიანი ქვის ლოდები  მოსწყდა და შესასვლელი სრულად ჩახერგა.

უზარმაზარი ზომის  ლოდების ჩამოცვენის შედეგად დაზინებულია  ღობე და მიმდებარე ტერიტორია. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ვარძია საფრთხეშია.

მიზეზი კი თეა წულუკიანის პოლიტიკა გახდა - მინისტრმა მონიტორინგის ჯგუფი გააუქმა, რომელიც მსგავსი ფაქტების პრევენციაზე იყო პასუხისმგებელი.

სპეციალისტები კულტურის მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

კლდის ძეგლი არ არის ის ძეგლი, რომელიც შეიძლება, ერთჯერადად რესტავრირდეს. არ შეიძლება, ერთჯერადი რესტავრაციის შემდეგ ქუდი დავიხუროთ და სახლში წავიდეთ. გამაგრებითი სამუშაოები უნდა იყოს რეგულარული ხასიათის. 

კარგად მახსოვს, რომ ვარძიის ქარაფი რეგულარულად იწმინდებოდა მთამსვლელების ჯგუფის მიერ და ხდებოდა იქიდან იმ ლოდების მოცილება, რომელიც დასუსტებული მიყო.

შემიძლია, გითხრქათ, რომ წელს ასეთი მონიტორინგი არ განხორციელებულა. ანუ მისი მდგომარეობის შესწავლა არ მომხდარა - ამბობს ექსპერტი მიშა ელაშვილი.

სპეციალისტების პროგნოზით, თუ კულტურის მინისტრმა ვარძიას სათანადო ყურადღება არ მიოაქცია, ეს ძეგ;ლი იმავე ბედს გაიზიარებს, რაც გელათის ტაძარს დაემართა. 

მსგავსი სიახლეები