"პირველების" ინფორმაციით, ,,გრინ სერვის +"-ის ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე დაკავებულია

18.10.22 17:24
"პირველების" ინფორმაციით,  ,,გრინ სერვის +"-ის ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე დაკავებულია

"პირველების" ინფორმაციით,  ,,გრინ სერვის +"-ის" ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე დაკავებულია. აღსანიშნავია, რომ ფურცხვანიძის ტელეფონი გამორთულია. 

ფურცხვანიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველს" გრინ სერვის+ ის კიდევ ერთმა მეწილემ კობა ხარშილაძემ დაუდასტურა. 

ამასთან, როგორც "ტვ პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის გამოძიების შედეგების შესახებ, უწყებაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. 

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრინ სერვისი+-მა შეასრულა. 

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები