ბათუმში კაცი ჩაცხრილეს

19.10.22 00:14
ბათუმში კაცი ჩაცხრილეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ბათუმში - სასტუმრო "მერიდიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს 19 ტყვია ესროლეს. ვრცელდება კიდევ ორი პირის დაჭრის შესახებ ინფორმაციაც, ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქე ქალია.

"პირველების" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილი სამართალდამცავებს აქვთ გადაკეტილი. დაშავებულთაგან ორი მედცენტრში გადაიყვანეს. 

"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს. 

მსგავსი სიახლეები