წყალტუბოში მამამთილმა რძალი დაჭრა
წყალტუბოს სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დანით დაჭრა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.