ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე და პასუხგაუცემელი კითხვები - დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმზე დაკავებულები ბრალის წარდგენას ზაჰესში ელოდებიან, გამოძიება კი ვერსიებში ჩაიკარგა. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ კაბელები შემდუღებლებმა 22 სეტემბერს დააზიანეს, თუმცა კითხვაზე რატომ არ გამორთო შადრევანი უსაფრთხოების რელემ და რატომ არ იმუშავა უსაფრტხოების სისტემებმა, გომალურის უწყებას განმარტებებს არ აკეთებს.
ბრალის წარდგენის მოლოდინშია მერიის მაღალჩინოსანიც.
დაასახელებს თუ არა გიორგი ვახტანგაშვილი იმ პირებს, ვისაც დასრულებულ პროექტში მილების ფერი არ მოეწონა და მათი შეღებვის ბრძანება გასცა, ჯერჯერობით უცნობია.
ცოტა ხნის წინ ზაჰესისი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი მოადგილე, ლაშა ცუცქირიძე იმყოფებოდა. ის დაკავებულ გიორგი ვახტანგაშვილს შეხვდა. ცუცქირიძის თქმით, ვახტანგაშვილისთის უცნობია, რაში გამოიხატა მისი მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობა.
ბატონმა გიორგიმ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა და ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. მისთვის უცნობია, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საჯაროდ გაჟღერებული ინფრომაციიდან გამომდინარე, მას, სავარაუდოდ, ედავებიან სამსახურეობრივ გულგრილობას, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის ბრალის შესახებ დადგენილება და საქმის მასალები არავის გადმოუცია. რაც შეეხება მის პოზიციას, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო სამსახურეობრივი გულრგილობა, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რაც შეეხება საქმის დეტალებს, იგი მოგახსენებთ კონკრეტულად სასამართლოზე, - თქვა ადვოკატმა.
თავს უნდანაშაულოდ მიიჩნევენ სხვა დაკავებულებიც.
"პირველები" ასევე "მშენექსპერტების" ადვოკატს ესაუბრა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ აღნიშნული კომპანია ექსპერტიზას მხოლოდ ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით აკეთებდა, ხოლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათ ექსპერტიზის დაკვეთა არ ჰქონიათ.
რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ინტენსიურად იმყოფებოდნენ დაკითხვებზე და მათი მოსაზრებით, აშკარად ცანდა, რომ მზადდებოდა მათი დაკავების პროცედურა, თუმცა ისინი, როგორც არერთხელ აღვნიშნე, არ ეთანხმებიან იმას, რომ მათ რაიმე მცირე ბრალიც კი მიუძღვით იმ დანაშაულში, რომელსაც, სავარაუდოდ, წარუდგენს გამოძება, ვგულისხმობ, დოკუმენტის გაყალბება, ვინაიდან ისინი, პირველ რიგშ, იყვნენ ხარჯთაღრიცხვის შემდგენი ექსპერტები და არანაირი შემხებლობა ობიექტის უსაფრთხოებასთან და ექსპლუატაციასთან მიმართებაში მათ არ ჰქონდათ. მათ შეადარეს გახარჯული თანხის შესაბამისობა სატენდერო პირობებთან. ეს იყო მათი ამოცანა. ეს დევს საქმის მასალებში, - ამბობს ადვოკატი.
დაკავებულების ყუმეტესობას გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-ვე პირს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.