სისხლიანი ანგარიშსწორება სასაფლაოზე - რა მოხდა წყალტუბოში (ახალი დეტალები)

19.10.22 12:09
სისხლიანი ანგარიშსწორება სასაფლაოზე  - რა მოხდა წყალტუბოში (ახალი დეტალები)

"ტვ პირველმა" წყალტუბოში, მამამთილის მიერ რძლის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები გაარკვია - ადგილობრივების თქმით, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას კაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

დაშავებულის მეგობარი ამბობს, რომ მამამთილი რძალს შვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს: 

კაცი შვილის გარდაცვალებას რძალს აბრალებს. ჩემი მეგობარი არაფერ შუაშია. იმ ბიჭს მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა და დაიღუპა. ერთი ჭრილობა, რომ მიაყენა კიდევ იწევდა და რამდენჯერმე გაიწია ამ გოგოსკენ“ - აცხადებს დაჭრილის მეგობარი. 

"პირველების" ინფრმაციით, რძალზე მამათილი ფიზიკურად სისტემატიურად ძალადობდა. მის წინააღმდეგ პოლიციას შემაკავებელი ორდენიც ჰქონდა გამოცემული

შემთხვევა მოხდა ქალის არასრულწლოვანი შვილებისა და მეოთხე სხვა არასრულწლოვნის თანდასწრებით.   ჩემი ინფორმაციით, მასთან ნასვამ მდგომარეობაში მამამთილი მივიდა. კაცი რძალს ეუბნებოდა, სასაფლაოდან გასულიყო და დალაპარაკებოდა, რასაც ქალი არ დათანხმდა, რა დროსაც დაკავებულმა ჯიბიდან სწრაფად ამოიღო საკმაოდ დიდი მოცულობის დანა, რომლითაც  გულმკერდის, თავისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა.  

2022 წლის 29 აგვისტოს წყალტუბოს რაიონის სამართველოს, გეგუთის პოლიციამ აღნიშნლი პირის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი“ - ამბობს ადვოკატი, ლევან ჭელიძე.

დაჭრილ ქალს გადაუდებელი დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

,,აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჩხვლეტი ჭრილობა, გულმკერდის, კისრის, სახის მიდამოში. ჩაუტარდა ჭრილობების რევიზია. სისხლდენის შეჩერება. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. იმყოიფება ქირურგიული დეპარტამენტის პალატაში“ -  ამბობს ექიმი.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები