მხარდაჭერა მეუფე სტეფანეს - რიონის მცველები სალხინოში
ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც დილიდან დაპირისპირება იყო, რიონის მცველები გამოჩნდნენ და მხარდაჭერა მეუფე სტეფანეს გამოუცხადეს. ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, თქვა, რომ სალხინოში მშვიდობის მხარდასაჭერად ჩავიდა.
ერთადერთი მიზნით ვართ აქ, რომ მშვიდობას დავუჭიროთ მხარი და და გაგრძელდეს ეპარქიაში ცხოვრება ისე მშვიდად, როგორც იყო," - თქვა გოლეთიანმა.