მძიმე მდგომარეობაში მყოფ სააკაშვილთან პროკურორებს არ შევუშვებთ - აქცია „ვივა მედთან“
კლინიკა „ვივა მედთან“ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან შეკრებილები.
ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და თუ კლინიკასთან მაინც მივა მოსამართლე და პროკურორი, შეეცდებიან, რომ ისინი სააკაშვილის პალატაში არ შეუშვან.
"ვივამედის" კლინიკასთან შეკრებილები ამბობენ, რომ თუ საჭირო გახდა, კლინიკასთან 24 საათიც იდგებიან.
„ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ბატონი პრეზიდენტის და აპირებენ აქ მოსვლას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ შევუშვათ პროკურორები აქ. წინა სხდომის ჩატარება რომ უნდოდათ, შევიდნენ ისინი პალატაში და უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს. არ ჰყოფნით ის, რაც გაუკეთეს პრეზიდენტს, რომ დღეს სიკვდილის პირასაა მიყვანილი? კიდევ უნდათ, რომ დაუმძიმონ მდგომარეობა და ჩვენ, დამძიმების საშუალებას ნამდვიალდ არ მივცემთ“. - ამბობს მიხეილ სააკაშვილის მომხრე.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 საათზეა ჩანიშნული.
გადაიდება თუ არა სასამართლო პროცესი და შეძლებს თუ არა მესამე პრეზიდენტი პროცესშ მონაწილეობის მიღებას, ეს "ვივამედის" ექიმების კონსილიუმმა უნდა გადაწყვიტოს.