მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის კვეთის საქმეზე კვლავ გადაიდო.
მიზეზი, ამჯერადაც პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა.
სხდომაზე ადვოკატებმა ოქმი და კლინიკა "ვივამედიდან" სამედიცინო ცნობა
წარმოადგინეს, რომელიც კლინიკა "ვივამედმა" გასცა.
სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვეს,
თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა 26 ოქტომბერს, 12:00 საათზე დანიშნა.
ადვოკატები ახლა ექსპერტზის დასკვნას ელოდებიან, რომლითაც სასამართლოს, სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართავენ.