ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის დირექტორი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

19.10.22 15:04
ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის დირექტორი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

ხაშურის მერიის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, ხაშურის კულტურის და სპორტის გაერთიანების უფროსი პოლიციამ გამოკითხვაზე წაიყვანა – ამის შესახებ ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს. უცნობია, რა საკითხს სწავლობს ფინანსური სამსახური და რა კითხვები აქვთ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელთან.

გამოცემას ფაქტი მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, კოტე ფრუიძემაც დაუდასტურა. 

"საფინანსო სამსახური იყო შემოსული ამ ა(ა)იპ-ში, რა დროსაც ფინანსური სამსახური დაინტერესდა ერთი კონკრეტული საკითხით. ამის რის გამო გია ბოლოკაძე გადაყვანილ იქნა გამოკითხვაზე”, - აღნიშნაა ფრუიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები