თბილისი მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილი უფლებას იყენებს
თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ამ წუტებში ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორსი იმყოფება, დუმილის უფლებით ისარგებლებს. ამის შესახებ ადვოკატმა კახა წერეთელმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, გიორგი ვახტანგაშვილს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებებს ჯეროვნად ასრულებდა.
ამ ეტაპზე გვექნება ასეთი პოზიცია, რომ დუმილისი უფლებას გამოიყენებს, ვინაიდან საქმე არის ძალიან დიდი და მოცულობითი. ძალიან ბევრი მიმართულებაა, როგორც მშენებლობა, ასევე უსაფრთხოება, ექსპლუატაციაში მიღება, სხვა და სხვა. გავეცნობით საქმის მასალებს, რომლებიც გადმოგვეცემა დღეს ან ხვალ მაშინ, როდესაც იქნება ბრალდება, გავაკეთებთ დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით ჩამოყალიბდება შემდეგ პოზიცია. გიორგის, რა თქმა ნდა, მიჩნდა, რომ გადაწყვეტილებებს იღებდა სწორეად, არსებული წესების დაცვით. ბუნებრივია, დოკუემნტების საფუძველზე მიირებოდა გადაწყვეტილებები, - თქვა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებულები ამ წუთებში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან. თბილისის მერიის მაღალჩინოსნის გარდა, დაკავებულებს შორის, კომანია "გრინსერვისის" დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელია. დაკავებულები არიან შემდუღებლებიც.