უბედური შემთხვევა აჭარაში - 42 წლის კაცს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა ხულოში - 42 წლის კაცს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის სოფლის ტერიტორიაზე ხეს ჭრიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცნობით, ექიმებს კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.