იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, უნდა აგვერჩია ვაქცინა - გამყრელიძე {ვიდეო}

25.04.21 21:18
იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, უნდა აგვერჩია ვაქცინა - გამყრელიძე {ვიდეო}

ტვ პირველზე, გადაცემა "ოჯახის ექიმში" ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრის" დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, მსოფლიოში ვაქცინის არათანაბარ გადანაწილებაზე ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, საქართველომ იმდენი ფული გადაიხადა, რომ წესით ,,კოვაქს პლატფორმიდან" ვაქცინა უნდა აერჩია, თუმცა ასე არ მოხდა.

სამწუხაროდ, ვაქცინები დღეს იქცა პოლიტიკურ, თუ სხვა ტიპის იარაღად ძლიერი სახელმწიფოების ხელში. ანუ, ვინც ეს ვაქცინები შექმნა. მეორეპრობლემა  არის სწორედ უსამართლობა ვაქცინების განაწილების მხრივ. არიან ქვეყნები, რომლებსაც დღესაც არ მიუღიათ ვაქცინა, ან მიიღეს ძალიან ცოტა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასრულებს ვაქცინაციის პროცესს, ისრაელი მაგალითად, 60% ორჯერ ჰყავს უკვე აცრილი.

კოვაქსი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. იმიტომ, რომ ჯერჯერობით კოვაქსზე არ არის ვაქცინები. ჩვენ იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, კოვაქსიდან უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ ასარჩევი არ არის, იმიტომ, რომ კოვაქსზე არაა ვაქცინები“, - თქვა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში.