ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დასკვნით ეტპაზეა
გაუშვებს თუ არა ციხეში მოსამართლე ცნობილ ჩოგბურთელს? ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დასკვნით ეტპაზეა.
სასამართლოს დასკვნითი სიტყვით პროკურორმა მიმართა. ნათია გურულმა ახლა უნდა შეაჯამოს ყველა ის მტკიცებულება, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა.
მოწმეების ჩვენებებისა და სხვა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების საფუძველზე, ნათია გურული ამტკიცებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილზე ქორწინების დღიდან ძალადობდა.
პროცესს ესწრება ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი. სხდომათა დარბაზშია ნელი დოროყაშვილიც. ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს.
ყველაზე ხმაურიანი საქმე 2 წლიანი განხილვის შემდეგ, უკვე დასკვნით ეტაპზეა გადასული.