პასუხგაუცემელი კითხვები მკვლელი შადრევნის საქმეში - რატომ გადაიფიქრა ალაპარაკება მერიის დაკავებულმა მალაღაჩინოსანმა

19.10.22 20:20
პასუხგაუცემელი კითხვები მკვლელი შადრევნის საქმეში - რატომ გადაიფიქრა ალაპარაკება მერიის დაკავებულმა მალაღაჩინოსანმა

პასუხგაუცემელი კითხვების კორიანტელი ვაკის პარკის საქმეში. რატომ გადაიფიქრა ალაპარაკება მერიის დაკავებულმა მალაღაჩინოსანმა. ვახტანგაშვილი, რომელიც დილით კარტების გახსნას აანონსებდა ,ახლა დუმილის რეჟიმში გადავიდა. 

ვახტანგიშვილმა ყველაფერის თქმა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც დღის 12 საათზე პოსტიდან მისი უშუალო უფროსი, გიგა გიგაშვილი გადადგა. გიგაშვილის გადადგომა სრულიად მოულოდნელად მოხდა, ის ჯერ სხდომაზე კალაძესთან ერთად იჯდა, შემდეგ კი თქვა რომ მიდის. 

9 ადამიანის დაკავების შემდეგ კითხვა უფრო მეტია ვიდრე პასუხი? კრიმპოლი ამტკიცებს, რომ შადრევანის ტუმბოს ელექტროსადენი 22 სექტმემბერს დააზიანეს, შადრევანი ტრაგედია 13 ოქტომბერს მოხდა. შუაალდეი 21 დღეა, თუ სადენი ნადმვილად შედუღების დროს 22 სექტმებრეს დაზიანდა 21 დღის განმვალობაში როგორ ვერავინ შეამჩნია, მითუმეტეს მერიის მტკიცებით ჩართულ შადრევანზე სამუშაოების ბოლო დღემდე მიდიოდა
ცხრა დაკავებულიდან არც ერთი ბრალს არ აღირებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრინსერვისპლიუსმა ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა. პოლციიის ამ ბრალდებით კომპანიის მფლობელი გაოგნებულია. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ ექსპერტებმა შეამოწმა დანახარჯების შესაბამისობა და მშენებლობის ნაწილი. დაკსვნაშიც ეს ჩაწერეს, რომ პროექტი სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოდიოდა. ელექტროგყვანილობის ქსელზე კი ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია ნათქვამი. 

რამდენიმე წუთში  ბოლო დროის ყველაზე ტრაგიკულ საქმეზე დაკავებულებს ოფიციალურად ექნებათ ბრალდებულის სტატუსი. ხვალ კი სასამართლო გადაწყვეტს 9 პირიდან ვის გაუშვებენ ციხეში. პოლიცია კი დაკავებების ახალ სერიას აანონსებს. 

ვრცლად, იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები