ჩემს ქმარს ჰყავდა ზემდგომი, რომელიც არ არის დაკავებული - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულის ცოლი
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - დაკავებულთა შორისაა, გრინსერვისის საქმის მწარმოებელი, ადამიანი რომელსაც მუშების მოძიება და სამშენებლო ობიექტზე მიყვანა ევალებოდა. ბექა მურღვლიანი ჯერ ორჯერ გამოკითხეს შემდეგ კი ვულკანიზაციაში დააკავეს.
დაკავებულის ოჯახი გაოგნებულია. ბექა მურღვლიანის ცოლი ამბობს, რომ მის ქმარს ელექტროსადენების შემოწმება არ ევალებოდა.
ჩემს ქმარს კიდევ ჰყავდა ზემდგომი უფროსი, რომელიც არ არის დაკავებული და ჩემი ქმარი არაფერს არ აკეთებდა, უბრალოდ ევალებოდა თანამშრომლების კონტროლი." - ამბობს დაკავებულის ცოლი.
ქალი კი, რომელიც ამტკციებს, რომ ვაკის პარკის შადრევნზე არაფერი იცის, კიდევ ერთ-ერთი დაკავებულის ლაშა ჭიღიტაშვილის ცოლი და „ნიუ მეტალ დიზაინის“ 100 % წილის მფლობელი და დირექტორია.
პოლიციის მტკიცებით, სწორედ მისმა კომპანიამ დაამზადა მეტალის კონსტრუქცია, რამაც ელექტორგაყვანილობი და სადენები დააზინაა.
კომპანია „ნიუ მეტალ ჯორჯია“ მანამდე მხოლოდ მოაჯირებს და გასაშლელ პუფებს ამზადებდა ამიტომ, ლაშა ჭიღიტაშვილმა შადრევნისთვის ლითონის კონსტრუქცია სხვა საამქროს შეუკვეთა და შემდუღებლებად დღიური მუშები დაიქირავა.
სწორედ „ნიუ მეტალ ჯორჯიას“ და ამ კომპანიის მიერ დაქირავებულ 2 შემდუღებელს ედება ახლა მთავარი ბრალი, რომ მათ, ელექტროშედუღებითი სამუშაოს დროს შადრევანში დენის კაბელი დააზიანეს და ამან დიდი ტრაგედია გამოიწვია.
ვრცლად, ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟი.