ხმაური თსუ-ში - "არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს"

20.10.22 11:04
ხმაური თსუ-ში  - "არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს"

ხმაური თსუ-ში  - სტუდენტები რექტორის არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. პიკეტირებულია 107-ე აუდიტორია  ახალგაზრდებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. 

"არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს" -  ამ შეძახილებით შევიდნენ სტუდენტები დღეს დილით შენობაში და ის სივრცე დაიკავეს სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სიმბოლური არჩევნები უნდა შედგეს.

კანდიდატი მხოლოდ ერთია - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ჯაბა სამუშია. ეს კი ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ უნივერსიტეტში არჩევნები არ იმართება და მმართველი პარტია შარვაშიძის შემცვლელს უბრალოდ ნიშნავს.. თვეებია ქვეყნის პირველ უნივერსისტეტში სტუდნტები გამჭირვალე არჩევნებს ითხოვენ. 

სტუდენტები "ტვ პირველთან" პირდაპირ ამბობენ, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები არალეგიტიმურია. 

აქციის მონაწილეები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები