რატომ იხურება იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო?

20.10.22 11:51
რატომ იხურება იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო?

რატომ იხურება იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო? "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი მსხვილი პედიატრიული კლინიკის დაკეტვის  გადაწყვეტილებაა მას შემდეგ მიიღეს, რაც იაშვილში რეგულირების საააგენტოს ექსპერტები შევიდნენ.

კლინიკის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით კი ირკვევა, რომ მიზეზი  გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რის გამოც პაციენტებს ვეღარ გაუწევენ სტაციონალურ მომსახურებებს და აღარ გაკეთდება გადაუდებელი ოპერაციები,  კლინიკა მხოლოდ ამბულატორიულ და ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებ იღებს. 

სტაციონარული პაციენტების მიღების შეჩერებას ადასტურებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი.

,,ვადასტურებთ, რომ ღამის 12 საათიდან იაშვილი სტაციონალური პაციენტების მიღებას აღარ ანხორციელებს. ეს დაკავშირებულია პირველ რიგში კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით კლინიკის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე  მოთხოვნებს, რაც ჭირდება სამედიცინო სერვისის განხორციელებას ქვეყანაში. სარემონტო სამუშაოების უკან და ინფრასტრუქტურული პრობლემის უკან რეალურად დგას ინფექციის კონტროლი. რა თქმა უნდა ინფექციის კონტროლი ჩვენთვის მთავარი საკითხია, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ კუთხით არის მიღებული“ - ამბობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის კლინიკის ექთნები ადასტურებენ, რომ კლინიკამ პაციენტების მიღება 12 საათის შემდგომ შეწყვიტა, თუმცა კლინიკის დახვურის მიზეზი იყო თუ არა რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ კლინიკა ვერ ახდენს  ინფექციების კონტროლს, არ იციან.

,,ამოწმებდნენ ყველაფერს... არ ვიცით, ჩვენც არ გვაქვს ზუსტი პასუხი, ექთნებს ვინ რას გვეტყვის. წუხელ  12 საათიდან შევწყვიტეთ პაციენტების მიღება. უკვე აღარ იღებენ ონკოს პაციენტებს, ვინც არიან მოხლოდ მათ უწევენ სამედიცინო მომსახურებას. რეაბილიტაციის ვადები და   შემდგომ რა იქნება არ ვიცით“ - აცხადებენ იაშვილის კლიკინიკის ექთნები

მსგავსი სიახლეები