თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არსებობს მიმალვის საფრთხე - ადვოკატი "გრინსერვის +"- ის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვს

20.10.22 12:58
თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არსებობს მიმალვის საფრთხე - ადვოკატი "გრინსერვის +"- ის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვს

 "გრინსერვის +"- ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. 

საქმის მასალები, რომლებიც გადმოგვეცა დაცვის მხარეს და პირადად მე არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული შესაძლოა დაემალოს გამოძიებას ან ხელი შეუშალოს განხილვას. პირიქით გირაოს არ დავაყენებ მე. როგორც უკვე გითხარით არ არსებობს მტკიცებულებების შესაბამისად იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აქ ზოგადად აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული. ხოლო თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ გირაო უნდა იქნას გამოყენებული ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. სხვა დეტალებზე და კითხვებზე, მოგვაინებით იქნება ვრცელი განმარტებები გაკეთებული“ - აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრინ სერვისი+-მა შეასრულა. 

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები