"გაგვიმყარდა პოზიცია, რომ ნამდვილად უდანაშაულოდ არიან დაკავებულები"- ექსპერტების ადვოკატი
"რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც იმ ბრალს ადასტურებს, რომელიც წარდგენილი აქვთ ექსპერტებს ნამდვილად ვერ ვნახეთ"- ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „მშენ-ექსპერტის“ დაკავებული თანამშრომლების ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულოდ არიან დაკავებულები.
გაგვიმყარდა პოზიცია, რომ ეს ადამიანები ნამდვილად უდანაშაულოდ არიან დაკავებულები. ექსპერტებმა შეისწავლეს გახარჯული თანხების შესაბამისობა სატენდერო პირობებთან. უსაფრთხოება მათი კვლევის საგანი არ ყოფილა. ჩვენ არ ვაპირებთ გირაოს მოთხოვნას, ჩვენ ვაპირებთ რომ სასამართლოს მოვთხოვოთ რომ ისინი დაუყოვნებილ განთავისუფლდენენ სასამართლო დარბაზიდან. არავითარი გირაო“ - აცხადებს ამირან გიგუაშვილი