"ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ჯაბა სამუშია თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს
"ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ჯაბა სამუშია სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია.
გადაწყვეტილების გამოცხადებას უნივერსიტეტში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. არჩევნები აკადემიურმა საბჭოს სტუდენტებით ალყაშემორტყმულ სივრცეში ისე ჩაატარა, რომ კანდიდატი შენობაში ვერ შევიდა.
ათობით ახალგაზრდა ახლაც უნივერსიტეტში შეკრებილი და თანამდებობაზე სამუშიას დანიშვნას აპროტესტებს
107-ე აუდიტორიასთან შეკრებილი სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვდნენ.
მათი განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო შერჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და მას წინასწარ ულოცავდნენ ამ თანამდებობაზე დანიშვნას.