ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე - სასამართლო 19:00 საათზე ჩაინიშნა
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო დღეს 19:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 5 საათში იმსჯელებს.
პროკურატურა ყველა მათგანისთვის წინასწარ პატიმრობაში გაშვებას ითხოვს. ადვოკატები კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, არ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ან მიმალვის საფრთხე.