გოგაშვილის სასამართლო პროცესი - პროკურორი ირწმუნება, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვეს

20.10.22 13:26
გოგაშვილის სასამართლო პროცესი - პროკურორი ირწმუნება, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვეს

უკვე ერთი საათია თბილისის საქალაქო სასამართოში სოსო გოგაშვილის პროცესიი იმართებაა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზეე დაცვის მხარე ორ შუამდგომლობას აყენებს - პირველი, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, რომლითაც ვიცეეე პოლკოვნიკს 2013 წელს განადგურებული კადრების სახლში შენახვას ედავებიან და ბრალიც დაუმძიმეს და მეორე, გოგაშვილის გირაოთი გათავისუფლება.

პროკურორის განცხადებით, მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც საფუძველს იძლევა, რომ გოგაშვილმა დანაშაული ჩაიდინა.

მაია სილაგაძემ ასევე გოგაშვილების ქონების საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაირკვევა, დაუმძმდება თუ არა ბრალი სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს.

მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომლითაც, საკმარისია ვივარაუდოთ, რომ გოგაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რაც მას ბრალად აქვს წარდგენილი. 

რაც შეეხება გოგაშვილის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებებთან მიმდინარე გამოძებას, ეს საქმე გამოიღო ცალკე წარმოებად და ცალკე მიმდინარეობს საგამოძებო და საპროცესო მოქმედებები. მას შემდეგ, რაც ამოწურული იქნება ყველა მოქმედება, უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა საკმარისი საფუძველი, რომ გოგაშვილს კიდევ უფრო დაუმძიმდეს ბრალდება". - ამბობს პროკურორი.

სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი დახურულია, რადგან საქმის გარკვეულ მასალებს გრიფითი საიდუმლო ადევს.  

მსგავსი სიახლეები