ჯაბა სამუშია არალეგიტიმურად აირჩიეს - თსუ-ში პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა
"ჯაბა სამუშია არალეგიტიმურადაა არჩეული"- "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევას სტუდენტების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
სტუდენტები ამბობენ, რომ არ შეეგუებიან, არალეგიტიმურად არჩეულ ლექტორს და გააგრძელებენ პროტესტს.
დღევანდელ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ვცნობთ, იმიტომ რომ "არჩევნები" სტუდენტების გვერდის ავლით ჩაატარეს. ჩვენ თვეებია ვითხოვთ, აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, უნდა დაიშალოს იმიტომ რომ ის არ არის დამოუკიდებელი ორგანო, ის ასრულებს სახელმწიფოსა და უნივერსიტეტში პრივილეგირებული ჯგუფების დაკვეთას. შესაბამისად დღევანდელი ლექტორის არჩევნები არის არალეგიტიმური. ,,მაისის სტუდენტური მოძრაობა“, თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, არ ცნობენ ამ არჩევნებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს ლექტორი არ ყავს. ჩვენ ამ პოზიციაზე ვიმყოფებით“- აცხადებს თსუ-ს სტუდენტი
რაც შეეხება სტუდნეტების მოთხოვნებს, ის უცვლელი რჩება: შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და საბჭოს ნაცვლად ის აირჩიოს რექტორატმა. აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.
,,ჩვენი მოთხოვნები ამ კონკრეტული რექტორის მიმართ არ იცვლება. უნდა ავირჩიოთ რექტორი, რასაც ქვია დემოკრატიულად. ხალხმა უნდა აირჩიოს ის. ელიტის დემოკრატია და დემოკრატია კარდინალურად განსხავებული რაღაცაა“ - ამბობს სტუდენტი.
გავაგრძელებთ ბრძოლას, თვეებია ვითხოვთ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს ამისთვის ბრძოლას გავაგრძლებთ. ასევე ჩვენ ყველგან დავაფიქრირებთ იმას რომ ეს არჩევნები იყო სრულიად არალეგიტიმური და ,,მაისის სტუდენტური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, პროტესტს, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები“ - აღნიშნავს აქციის მონაწილე.
"ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ჯაბა სამუშია სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია.