სექტემბერში, რუსეთიდან საქართველოში 222 274 ადამიანი შემოვიდა – შსს-ს სტატისტიკა

20.10.22 13:49
სექტემბერში, რუსეთიდან საქართველოში 222 274 ადამიანი შემოვიდა – შსს-ს სტატისტიკა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 511%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა 222 274 ადამიანი, გასულ წელს კი - 36 407. 

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ დღეებში რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ასეც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები