ადვოკატი თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

20.10.22 13:20
ადვოკატი თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ვახტანგაშვილის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შუამდგომლობით მიმართავენ. 

შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გიორგი ვახტანგაშვილი გამოძიების დაწყების წუთიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.  მივიჩნევთ, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას - გირაოს სახით“,- განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

მსგავსი სიახლეები