ნიკოლოზ ბასილაშვილის ვერდიქტამდე ბოლო 24 საათის ათვალა დაიწყო

20.10.22 15:00
ნიკოლოზ ბასილაშვილის ვერდიქტამდე ბოლო 24 საათის ათვალა დაიწყო

სასამართლოში დასკვნითი პროცესი იმართება. მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ერთი დღე რჩება.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი პროცესი იმართება.

ქვეყნის პირველი ჩოგანი უკვე სასამართლოშია.   

ბასილაშვილის ადვოკატები პროცესზე  საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ.

დღევანდეელ სასამართლო სხდომაზე არ მისულა ნეკა დოროყაშვილი. 

მისი ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლე ბასილაშვილს გაამტყუნებს, რადგან საქმეში დევს მასალები, რომლითაც ცხადი ხდება, როგორ ძალადობდა სპორტსმენი ყოფილ ცოლზე.

ადვოკატ ანა აბაშიძისთვის საინტერესოა საქმეში არსებული ასევე ერთი გარემოება, რომ ნიკოლოზ ბასიალშვილმა თავი არ დააკითხინა სასამართლოს.

ჩვენ პირველივე დღიდან, მას მერე, რაც ქალბატონ ნელი დოროყაშვილს ვიცავთ, რწმენა იმის შესახებ, რომ ძალადობრივი ქმედებები ნელი დოროყაშვილის მიმართ ჩადენილია, რა თქმა უნდა, გვაქვს.
დამერწმუნეთ,  რომ, ეს ერთერთი ის საქმეა, სადაც ყველაზე მეტი მტკიცებულებაა, რომ მოხდა დანაშაული. თუმცა, რა თქმა უნდა, დაველოდოთ დანაშაულს. სავარაუდოდ, ხვალ უკვე გვეცოდინება შედეგები.

აქ მთავარი ისაა, ბრალდებულმა თავი არ დააკითხინა სასამართლოს, ეს ძალიან საინტერესოა, რატომ თქვა უარი. ამის უფლება აქვს, მაგრამ რატომ თქვა უარი ბრალდებულმა მოწმის სახით ყოფილიყო დაკითხული და საშუალება მიეცა პროკურატურისთვის კითხვები დაესვა. მან ამაზე თავი შეიკავა, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა”, - განაცხადა აბაშიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები