იაშვილის კლინიკის დახურვის მიზეზი ინფექციის გაჟონვა გახდა - განმარტება რეგულირების სააგენტომ გააკეთა

20.10.22 15:12
იაშვილის კლინიკის დახურვის მიზეზი ინფექციის გაჟონვა გახდა - განმარტება რეგულირების სააგენტომ გააკეთა

რატომ დაიხურა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა? რეგულირების სააგენტო განმარტებებს აკეთებს. ლიკა ჭუმბურიძის უწყებაში ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი დიდი პედიატრიული კლინიკის მუშაობის შეჩერების მიზეზი ინფექციის გაჟონვა გახდა. 

რეგულირების სააგენტო ადასტურებს ,,ტვ პირველის" ინფორმაციას, რომ მისი თანამშრომლები ნამდვილად იმყოფებოდნენ იაშვილის კლინიკაში, აღმოაჩინეს ხარვეზები და მის გამოსასწორებლად საავადმყოფოს 2 თვე მისცეს. სწორედ ამ ვადაში საავადმყოფომ უნდა მოახერხოს  და თანამედროვე სტანდარტებს მოერგოს.

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეამოწმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით. გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყონებლივ ამ პრობლემების გასწორება.

შესაბამისად, ამ ეტაპისთვის დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრისა და ჰემეტური მიმართულებისა - განაცხადეს რეგულირების სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები