გვაქვს საერთოდ ინფორმაცია, რომ 2013 წლამდე ნელი დოროყაშვილი მოდელი იყო? - დეტალები ხმაურიანი სასამართლოდან
ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველების დასკვნითი სიტყვა სასამართლო პროცესზე ნელი დოროყაშვილის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებით დაიწყო.
ადვოკატმა ირმა ჭკადუამ თქვა, რომ მოდელის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მისმა ყოფილმა დედამთილიმა სასამართლოში გაყალბებული მტკიცებულებები წარადგინა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.
ადვოკატმა ასევე ეჭვის ქვეშ დააყენა ნელი დოროყაშვილის მოდელობა და ისიც თქვა, 2013 წელს ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი მის უშუალო უფროსს რომ ეთავისუფლებოდა მისი ქმრის ტურნირის გამო, აღნიშნულ წელს ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირში სულ არ მონაწილეობდა.
ერთობლივად დავითვალოთ, რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა. ვნახოთ აკმაყოფილებს თუ არა ნელი დოროყაშვილი მოწმის სანდოობის ტესტს. ასევე ყურადღება გავამახვილოთ საჯარო სივრცეში ნელი დოროყაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ თითქოს, ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოში მოიტანა გაყალბებული მტკიცებულებები და მსგავსი სახის მიმოწერა, რომელსაც სასამართლო გაეცნო, საერთოდ არ ინახება მის ტელეფონში. აღნიშნული განცხადებაც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და იძლევა გამოძიების დაწყების საფუძველს.
გვაქვს საერთოდ ინფორმაცია, რომ 2013 წლამდე ნელი დოროყაშვილი მოდელი იყო? ან, დღეის მდგომარეობით ის პორფესიონალი მოდელია? აღარ იმყოფება უკვე წლებია ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაში. დღეს აკეთებს სამოდელი კუთხით რამეს? არა. დაცვის მხარემ ნელი დოროყაშვილს ჰკითხა, სამსახურეობრივი გრაფიკით კმაყოფილი იყავი? ხომ არ გრძნობდი დაღლილობას? 9 საათიდან 6 საათამდე ჰქონდა გრაფიკი.
2013 წელს როგორ შეათანხმებდა ნელი დოროყაშვილი მის უშუალო უფროსთან, რომ მიეცა უფლება სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინა ონლაინ, დიდი სლემის ტურნირის მიმდინარეობის დროს.
ასეთ ადამიანს რატომ გამორჩა, რომ 2013 წელს, ნიკოლოზ ბასილაშვილი საერთოდ არ მონაწილეობს ტურნირებში. დიდი სლემის ტურნირზე ჩოგბურთელმა ითამაშა 2014 წლის გაზაფხულზე“. - განაცხადა ადვოკატმა.
ყველაზე ხმაურიან საქმეზე სასამართლოში დასკვნითი პროცესი იმართება. მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ერთი დღე რჩება.