რუსეთის მოქალაქეების შემოდინების ახალი რეკორდი საქართველოში - ექსპერტები ქვეყნის ეკონომიკურ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ

20.10.22 16:01
რუსეთის მოქალაქეების შემოდინების ახალი რეკორდი საქართველოში - ექსპერტები ქვეყნის ეკონომიკურ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ

რუსეთის მოქალაქეების შემოდინების ახალი რეკორდი საქართველოში - უსაფრთხოების ექსპერტები ქვეყნის ეკონომიკურ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ.

დარგის ექსპერტი ნიკო მიქაია ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდნენ, ყიდულობენ უძრავ ქონებას, არეგისტრირებენ ბიზნესს, აპირებენ აქ დაფუძნებას და ეს ექსპერტის თქმით, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა მალე ჩვენი ქვეყანა მათზე გახდეს ეკონომიკურად დამოკიდებული.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც სახელმწიფო, როგორც ასეთი, არ არსებობს. მთავრი არის, რომ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. როდესაც რუსეთზე ასე ხარ და ხდები დამოკიდებული, ყოველთვის ხარ ჩამოკიდებული ბამბაზე და ან ძაფზე, რომელიც როდის გაწყდება კაცმა არ იცის. რეალურად ეს ადამიანები შემოდიან ქვეყანაში, იწყებენ და არეგისტირებენ ბიზნესს, ყიდულობენ უძრავ ქონებას. იდეაში, ისინი აპირებენ აქ დაფუძნებას. და მათი როლი ეკონომიკაში შეიძლება გაიზარდოს იმდენად, რომ ხვალ და ზეგ ფაქტობრივად შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაცა, რომ მათზე გახდეს ეკონომიკურად დამოკიდებული ეს ქვეყანა“. - ამბობს ნიკო მიქაია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ სექტმებერში ქვეყანაში რუსეთის 222 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. 

ეს შარშანდელთან შედარებით 51 პროცენტით მეტია. 

ჯამში რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით უკვე ნახევარ მილიონს აღწევს. ამაში კი ხელისუფლება საფრთხეს ვერ ხედავს.

მსგავსი სიახლეები