რატომ არ ტარდება ობიექტური გამოძიება, ხომ შეიძლება, რამე ბასილაშვილის სასარგებლოდ დაწერონ? - ადვოკატი

20.10.22 18:10
რატომ არ ტარდება ობიექტური გამოძიება, ხომ შეიძლება, რამე ბასილაშვილის სასარგებლოდ დაწერონ? - ადვოკატი

ბასილაშვილ-დოროყაშვილიის საქმე ფინალში გადის. ორი საათის განმავლობაში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა დაცვის მხარის სიტყვას ისმენდა.

 ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელის ადვოკატები ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი ცოლის მისამართით განხორციელებული ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტების გაბათილებას ცდილობდნენ. ადვოკატებმაა გაასაჯაროვეს ის მიმოწერები და ფოტო მასალაც, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალის საქმეში დევს.

ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას, ინფორმაციით, მოძალადედ გამოცხადებულმა ბასილაშვილმა არა თუ ნულზე დატოვა ნეკა დოროყაშვილი, არამედ გარკვეულ ფართსაც კი უფორმებდა საერთო შვილს, ლუკასს, რომლის იჯარისგან საკმაოდ მარალი შემოსავალი  იქნებოდათ. 

ნეკამ უთხრა ბასილაშვილს, შენ ხარ ცხოველი და უნდა იცხოვრო ცხოველებს შორის, შენნაირ ადამიანებთან ერთად. 

ახლა მოვისმინოთ მოძალადის პასუხი. ნიკამ უთხრა, ,,კი, ბატონო, კარგი". ანუ პასუხი არის მშვიდი, გაწონასწორებული, წყნარი. არ წამოეგო ნელი დოროყაშვილის მორიგ პროვოკაციას. 

მოძალადე, რომელიც ნულზე დასმით იმუქრება, წერს, ნიკოლასს ფართი უნდა გადავუფორმო. ამ ფართისგან კი შემოსავალი 6 ათასი ლარი იქნებოდა. 

ეს გამოძიებას არ უწერია. ობიექტური გამოძიება რომ ტარდება. ხომ შეიძლება, რაღაც ნიკოლოზ ბასილაშვილის სასარგებლოდ დაიწეროს? 

სად ემუქრება ბასილაშვილი ნულზე დატოვებით? იქვე ეუბნება, რომ ქონება უნდა გადაგიფორმოო. 

2019 წლის 10 -11 აპრილის მინაწერები, ნელი წერს ნიკოლოზს, შენზე ვნერვიულობ, ღამეები არ მძინავს და ვნერვიულობ, ამის ფონზე 4 დღით ამსტერდამში რომ წავიდე დასასვენებლად, რამე პრობლემა ხომ არ გექნებაო?  მოძალადე ბასილაშვილმა ამსტერდამში 4 დღიანი დასვენება ნელის 7 ათასით დაუფინანსა. - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმის დასკვნითი პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ერთი დღე რჩება.

 

 

მსგავსი სიახლეები