მორალურ პასუხისმგებლობას მე არც და ვერც გავექცევი - ლაშა ფურცხვანიძე
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე - სასამართლო დაკავებული ცხრა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებშიც მსჯელობს.
პროცესს ესწრებიან თავად ბრალდებულებიც, სიტყვით ისარგებლა კომპანია "გრინსერვის +”-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ და თქვა, რომ "მისი მორალის გამო, ვერსად გაიქცევა".
აღნიშნული განცხადებით ფურხვანიძემ საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებას უპასუხა, რომლმაც სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებულთაგან მიმალვის საფრთხე არსებობს.
ფურცხვანიძის განცხადებით, მის ინტერესში შედის გაირკვეს რატომ მოხდა ტრაგედია.
,,იმ მორალურ პასუხისმგებლობას მე არც და ვერც გავექცევი. არ ვაპირებ არსად გაქცევას, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი. პირველ რიგში ჩემი ინტერესია იქ რა მოხდა იმის გაგება" - თქვა ლაშა ფურცხვანიძემ.
განსასჯელთა სკამზე ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები სხედან. დღეს გაირკვევა, ვინ დარჩება პატიმრობაში.