დოროყაშვილი VS ბასილაშვილი - რეზონანსულ საქმეზე მოსამართლე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს
დოროყაშვილი VS ბასილაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. "ტვ პირველის"კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავიდა.
ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.
მოსამართლე ხარჩილავა დღეს რადენიმე საათის განმავლობაში უსმენდა დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას. საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, ჩოგბურთელმა.
პროცესს დაზარალებული, ნელი დოროყაშვილი არ დასწრებია.
პროკურატურა ცნობილ სპორტსმენს ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასედავებიან.