ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე - დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმის პროცესი დასრულდა.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისად სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებულების ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
რეზონანსულ საქმეზე პოლიციამ ხელბორკილები 9 პირს ოი დღის წინ, 18 ოქტომბერს დაადო.
დანარჩენ 7 დაკავებულთან ერთად, განსასჯელის სკამზე ზიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.