"სასამართლომ პროკურატურის ზეწოლას ვერ გაუძლო" - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

21.10.22 11:40
"სასამართლომ პროკურატურის ზეწოლას ვერ გაუძლო" - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

კომპანია "გრინსერვის +”-ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი თქმით, სასამართლომ პროკურატურის ზეწოლას ვერ გაუძლო და სწორედ ამიტომ გაუშვა 9-ვე ბრალდებულიო ციხეში.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაუგებარია, რით იყო გაბათილებული დაცვის მხარის არგუმენტაცია და დაცვის მხარე გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ ბრალდებულის უფლებები იყოს დაცული.

სამწუხაროდ, სასამართლომ მხოლოდ სამართლებრივი პრინციპებით არ გადაწყვიტა აღკვეთის ღონისძიების საკითხი. გვესმის, რომ ამ საქმეზე არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი და წნეხი, რომელიც გამოწვეულია ამ ტრაგედიით. სასამართლომ ვერ გაუძლო პროკურატურის ზეწოლას“ - არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9-ვე ბრალდებული მოსამართლემ ციხეში გაუშვა.

სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ არსებობდა საფრთხეები მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენისა და დანაშაულის ხელახალი ჩადენის შესახებ. 
დაცვის მხარე ახლა გადაწვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები