ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - პოლიტიკური მართლმსაჯულება ფინალში გადის

21.10.22 11:49
 ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე  -  პოლიტიკური მართლმსაჯულება ფინალში გადის

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოშიი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე  სხდომა იმართებაა. პროცესზე დაცვის მხარე მოსამართლეთა კოლეგიას დასკვნითი სიტყვით მიმართავს. სასამართლო სხდომა ზუსტად 11:00 საათზე დაიწყო. 

პოლიტიკური მართლმასაჯულება ფინალში გადის. მოსამართლეთა კოლეგიამ განაჩენის გამოტანაზე უნდა იმსჯელოს.

დაცვის მხარე ამბობს,  რომ  ფულის  გათეთრება ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დადგინდა, ამიტომ საქალაქოდან სააპელაციოში წაღებულ საქმეზე ადვოკატი  სასიკეთო გადაწყვეტილების მოლოდინშია. 

საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა. დღეს დაცვის მხარე დავასრულებთ დაკსვნითი სიტყვების წარმოთქმას. სალბათ იქნება უკვე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების გამოსვლებიც. მოლოდინებს რაც შეეხება, საქმე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს სამართლისკენ, რაც ვგულისხმობ, პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ არ არის ფულის გათეთრების ნიშნები, ველოდებით მეორე ინსტანციისგან, რომ ეს თაღლითობად რომ შეფასდა ეს ქმედება სრულად უსაფუძვლოდ, ეს თაღლითობაც  მოიხსნას. ერთ რამეშ ვარ დარმწუნებული, ეს იქნება ამ სასამართლოშ თუ სხვა სასამართლოშ, ამ საქმეს აქვს ერთადერთი დასასრული - ეს არის სრულად გამამართლებელი განაჩენი, - თქვა ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა. 

მსგავსი სიახლეები