გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე დღეს ჩვენებას ოქროს მოწმე აძლევს

21.10.22 11:56
გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე დღეს ჩვენებას ოქროს მოწმე აძლევს

წყნეთში პოლიციელის მიერ მოქალაქის გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე  სასამართლო პროცესები  გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე გამოკითხავენ საქმის ოქროს მოწმეს, ტაქსის მძღოლს, რომელმაც, წესით, დაინახა როგორ ისროლა იარაღი ერიკ წურწუმიამ მოქალაქის მიმართულებით.  

გარდაცვლილი ზურაბ გველესიანის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის უმკაცრესად დასჯაას ითხოვს.

ასეე მათ არ აქვთ იმედი, რომ ტაქსის მძღოლი რეალურ ამბავს მოყვება, რადგან ოჯახის თქმით, ოქროს მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებებში გადაკეთებული და განსხვავებული ვერსიებია.

 „ტაქსის მძღოლმა დაინახა, რომ ზუკა ეხვეწებოდა, არ გაგივარდეს, არ მესროლო, არ მომკლა. ზუსტად ეს წინადადება აქვს ტაქსის მძღოლს ნათქვამი. პირველ ჩვენებაში ნათქვამი აქვს რომ ზუკა და ერიკ წურწუმია ერთად ეძებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, მეორეში უკვე გადაკეთებული აქვს“.- ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი.

რაც შეეხება დავოკატებს, მათ წარმოდგენა არ აქვსთ რა ჩვენებას მისცემს დღეს სასამართლოს საქმის მთავარი ოქროს მოწმე, თუმცა ამბობენ, რომ ის რეალურ ინფორმაციას არ ფლობს.

წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე, 18 აპრილს,პოლიციელის ტყვიამ ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცი, რომლის დაკავებასაც პოლიციელი ცდილობდა, იმ ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალების ასაღებად მივიდა.

პოლიციელ ერიკ წურწუმიას ბრალი  116-ე და 333-ე მუხლებით წაუყენეს, რაც  სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და  5-დან 8-წლამდე პატიმრობით ისჯება.

მსგავსი სიახლეები