"გამიშვით, მეტს აღარ ვიზამო" - რას ყვება სკოლის მანდატური, რომელიც სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს გაეკიდა

21.10.22 13:23
"გამიშვით, მეტს აღარ ვიზამო" - რას ყვება სკოლის მანდატური, რომელიც სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს გაეკიდა

სექსუალური დანაშაული ქუთაისში - მანდატური „პირველებთან“ ყვება რომ სკოლაში მოსწავლეებისა და მათი მშობლებისგან სისტემატურად შედიოდა შეტყობინებები.

მანდატური იხსენებს, თუ როგორ დაედევნა მითითებულ პიროვნებას და როგორ გაიქცა პირი, რომელიც სკოლასთან არასრუწლოვნებს ხვდებოდა, სექსუალურად ავიწროვებდა და მათ მანქანით წაყვანას ცდილობდა.

ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად შემოდიოდა შეტყობინება, როგორც მოსწავლეებისგან, ისე მათი მშობლებისგან. მიგვითითეს პიროვნებაზე. რომ მივედი და გამარჯობა ვუთხარი ეგრევე გაიქცა. დადევნების პერიოდში, პოლიციას აცნობა ჩემმა ხელმძღვანელებმა  და პოლიცია წამომეხმარა.
გვითხრა, გამიშვით მეტს აღარ ვიზამო? ვუთხარი რა ქენი, რომ აღარ იზამ-თქო“ - ამბობს სკოლის მანდატური.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ორი პირი დააკავა.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის ორივე ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 


 

მსგავსი სიახლეები