თბილისის საქალაქო სასამართლოსი 30 წლის ზურა გველესიანის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართა

21.10.22 14:00
თბილისის საქალაქო სასამართლოსი 30 წლის ზურა გველესიანის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართა

გომელაურის უწყების თანამშრომლის საბედისწერო შეცდომა, თუ გამიზნული ქმედება? -წყნეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სადაც ბრალდებული პოლიციელია, ჩვენება მთავარმა მოწმემ მისცა.

ტაქსის მძღოლი, რომელმაც შემთხვევის ღამეს  პოლიციელის მიერ მოკლული ზურაბ გველესიანი თავად აიყვანა წყნეთში, პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციელმა მსხვერპლს მას შემდეგ ესროლა იარაღი დამიზნებით, რაც ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა. 

მძღოლი, რომელიც ყველაფერს საკუთარი თვალით შეესწრო, დღევანდელ პროცესზე იხსენებდა, რომ ოპერატიულ ღონისძიებას მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სამოქალაქო ტანსაცმლით ახორციელებდა.

სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებით განახლდება. 

წყნეთში ზუკა გადმოვიდა ჩემი მანქანიდან და რაღაცის ძებნა დაიწყო. ამ დროს მას მიუახლოვდა ,,გრაჟდანებში" ჩაცმული პიროვნება და შესთავაზა, ძებნა ერთად გაეგრძელებინათ. 

როცა ზუკამ ფაქტი (ნარკოტიკი) მოძებნა და ხელში აიღო, ამ დროს იმ პირმა -არ გაინძრე, დაკავებული ხარო, იარაღი მიუშვირა.

ამას რომ შევხედე, გავშეშდი. იარაღი რად უნდა ამის დაჭერას - მეთქი.

ზუკამ - არ მესროლო, რას აკეთებო. ამ დროს წინ მივიდა მანქანასთან და ფაქტი გადაყლაპა. იმ მეორეს ერთ ხელში პისტოლეტი ეჭირა, მეორეში ზუკა დაიჭირა. ზუკამ ხელი აიქნია. მაგ დროს გასროლა მოხდა. სილა გაარტყა სახეში, მაგრამ ამ დროს ზუკა დაღუპული იყო. - განაცხადა პროცესზე მთავარმა მოწმემ.

მოკლული ზურა გველესიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ, მათ შორის გარკვეული უთანხმოება იყო და სწორედ ამის გამო მოკლა აღნიშნულმა პოლიციელმა გველესიანი.  რაც შეეხება მტავარი მოწმის ჩვენებას, ოჯახი ამტკიცებს, რომ ტაქსის მძღოლმა სიმართლე ბოლომდე არ მოყვა.

ბრალდების მხარის განმარტებით, მთავარი მოწმის ჩვენებამ კიდევ ერთელ დაადასტურა პროკურატურის პოზიცია, რომლის მიხედვითაც მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს იარაღის გამოყენების საფუძველი არ ჰქონდა.

პროცესი ბრალდების მხარის მოწმეეების ჩვენებით გაგრძელდება.

მკვლელობა წყნეთში - გუდიაშვილის ქუჩაზე, 18 აპრილს მოხდა. ბრალდებული პოლიციელია, რომელიც უკვე დააკავეს, ხოლო გარდაცვლილი 30 წლის ზურაბ გველესიანია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პოლიციელმა დაკავებულის შებოჭვა სცადა და იარაღი გაუვარდა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, საქმე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები